Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ბურთი და ადამიანი — Indigo

Article · Language: Georgian · Level: easy · Author: Indigo · ≈ 7 min · 988 words

Topics: спорт

ბურთი და ადამიანი

Beginning

ფეხბურთელი პერსონაჟია - ყოველთვის ვიცით, როგორ ფორმაშია, როდის მიიღო ტრავმა, როდის მოიშუშებს, როდის პასს გასცემს, როდის - არ, მაგრამ არასდროს ვიცით, როგორ ხასიათზეა. ბოლოს ყველაფერი ციფრები და რიცხვებია; 35-ის უკვე „მოხუცი“ ხარ; და ასე ბოლომდე, ამდენი გოლი, ამდენი საგოლე, კილომეტრები, მარგი ქმედების კოეფიციენტები. ყველაფერი სტატისტიკაა. მოგება და წაგებაა.

ვესაუბრებით ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ამჟამად თურქული ფატიჰ კარაგუმრუკის მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს, რომელიც მრავალქვეყანაგამოვლილი კარიერის გამოცდილებას გვიზიარებს; რამდენიმე ვრცელი და რამდენიმეც მოკლე შეკითხვა ამსტერდამის აიაქსისა და გლაზგოს…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: indigo.com.ge/articles/shota-arveladze

Read in Memova

Open Memova