ჯაბა იოსელიანი და წითელი ზაპოროჟეცი — Indigo
Topics: історія

Beginning
1992 წლის 13 ივნისს, 11:09-ზე ჯაბა იოსელიანი საკუთარ 4-მანქანიან კორტეჟთან ერთად, სახლიდან გამოვიდა და დაიძრა „იმელის“ (დღევანდელი „ბილტმორის“) შენობისკენ, რომელიც იმ დროს პარლამენტის ფუნქციას ასრულებდა. იოსელიანი უსაფრთხოების მიზნით ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე უბანს ორი მიმართულებით ტოვებდა ხოლმე: დოლიძითა და ჩიქოვანის ქუჩებით. ამჯერად მარშრუტად ჩიქოვანის მიმართულება აირჩა. რამდენიმე წუთში კორტეჟს წინ Газ-24 ვოლგა გადაუდგა და ცოტა შეაფერხა, თუმცა დროებით. კორტეჟი გასცდა მე-18 კორპუსს, გაუსწორდა N39 ა სახლს, რომელთანაც წითელი „ზაპაროჟეცი“ იდგა. რამდენიმე ათეული მეტრით ჩაუარა და გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა – „ზაპაროჟეცი“ წამიერად ავარდა ჰაერში. კორტეჟმა მსუბუქი დაზიანებებით მაღალი სისწრაფით…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.