პირველი უნივერსიტეტი — Indigo
Topics: суспільство

Beginning
1917 წლის მარტში კიტა აბაშიძესთან გაზაფხული, რუსეთის რევოლუციის სიხარული და ივანე ჯავახიშვილის დეპეშა თითქმის თანადროულად მივიდა. წერილში ავტორი ადრესატს ულოცავდა მეფის ხელისუფლების დამხობას და ეიმედებოდა საქართველოს პოლიტიკური განახლების პერსპექტივა. ჯავახიშვილი წერდა: საუკუნეზე მეტია, ასეთს ჟამსა და დროს საქართველო არ მოსწრებია.
ამ დეპეშიდან ერთი წელიც არ იყო გასული, უნივერსიტეტი რომ დაარსდა იმ დროინდელ ტფილისში, ზამთრის ცივ დღეს. უნივერსიტეტს კიტა აბაშიძე ვერ მოესწრო, ერთი თვით მეტი რომ ეცოცხლა, გაიხარებდა იმ დროისთვის უკვე ცნობილი პოლიტიკოსი და კრიტიკოსი უნივერსიტეტის დაარსებით, თუმცა ხვდებოდა საქმის გარდაუვალობას და გარდაცვალებამდე დაწერილ ანდერძში წერა-კითხვის გამავრცელებელ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.