სადილი სკოლაში — Indigo
Topics: суспільство

Beginning
ნუტრიციული დეფიციტი და ნუტრიციული შიმშილი - ანუ მდგომარეობა, როცა ადამიანი სრულფასოვნად ვერ იკვებება.
თუ შიმშილი ან უხარისხოდ კვება დიდხანს გრძელდება, ეფექტი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე კიდევ უფრო მწვავეა. რამდენგვარ ფაქტორს უნდა ითვალისწინებდეს კვების სისტემის ორგანიზება საჯარო განათლების სისტემაში? მოზარდებთან ჩაწერილ ინტერვიუებში ეს ფაქტორები გარკვევით ჩანს.
- რა კარგია, რომ მოხვედი. დედა, იცი, როგორ მშიოდა? ვეღარ ვხედავდი. - ახლავე, ახლავე. ეგრე როგორ გაძელი გაკვეთილებზე? - ვერც გავძელი. ვერ ვისვენებდი და მასწავლებელმა გადი გარეთო. - გთხოვ, წყალი დალიე რა მანამდე.
12 წლის ბიჭი ჭიქას ავსებს წყლით და ერთბაშად სვამს. მერე იჭმუხნება და მუცელზე იჭერს ხელს:
- წყალი რომ ჩამივიდა, მთელ მუცელში…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.