ხედი შენი ფანჯრიდან — Indigo
Topics: подорожі й побут
Beginning
რა პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს ხედავენ საქართველოში თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები ახალგაზრდები?
შუადღეა. ერთ-ერთ კორპუსთან შეკრებილ ბიჭებთან ვჩერდები. თოკზე გამობმული პიტბულის ჯიშის ძაღლი ეზოს ონკანიდან წყალს გამალებით ხვრეპს. თან იღრინება. არ მოსწონს, როცა ვინმე უახლოვდება. ძაღლს ცალი თვალი არ აქვს. მიზეზს ბიჭებს ვეკითხები.
წელიწადში რამდენჯერმე, აფრიკის დასახლებაში, ლიანდაგებს გადაღმა, ძაღლების ბრძოლა იმართება. წესები არ არსებობს, მთავარია, ძაღლმა ბოლომდე გაძლოს და თუ პატრონი წინააღმდეგი არაა, მეორე მოკლას კიდეც.
ჩხუბამდე 3-თვიანი მომზადება სჭირდება - ვარჯიში, კარგი კვება და ვიტამინები. ამ დროს თბილისის სხვა უბანში იმავე წონის ძაღლს წვრთნიან. შეჯიბრების დღეს, დაგეშილი ძაღლი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.