თავტაფიანნი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
მე ნადირობისა არა ვიცი რა და ეს ვიცი: მე სომხითის მეფისა აქიმი ვიყავ. მასთან ვჯე. ერთი შემცოდე კაცი მოიყვანეს. მეფემ მისის თავის წარკვეთა ბრძანა.
მე მცირედი დავაყოვნე, მუნვე წამალი შევაგებე. რა თავი მოჰკვეთეს მას კაცს, იგი წამალი ყიას ჩავასხი და ტაფა ყელზე დავაკარ.
აღარ მოკვდა კაცი იგი და თავის ნაცვლად ტაფა ება. სიკვდილს უკან სამი-ოთხი შვილი ეყოლა და თავი არც ერთს არ ება და წვრილი ტაფები ებნეს თავთა ნაცვლად.
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.