ბროწეულის წვენი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
ერთი მებაღე იყო მოსავი ღვთისა და მართალი კაცი. ვინც მასთან მივიდის, ხილი მიართვის. ერთი ბროწეული გამოუწურის. რაგინდ დიდი ჯამი ყოფილიყო, ერთის ბროწეულის წვენით აივსის და მას ასმევდის.
დღესა ერთსა მეფე ეწვია სხვის ტანისამოსითა. მებაღემ ვერ იცნა და ხილი მიართვა და ბროწეული გამოუწურა. გაუკვირდა მეფესა ერთის ბროწეულისაგან ეგოდენი წვენი და თქვა: თუ ერთს ბროწეულს ამდენი წვენი აქვს, მე რატომ ჩემნი მოხელენი ცოტას მომიღებენო? მათ მოვკითხაო!
ხვალის დღეს კიდევ მოვიდა მეფე და ბროწეული გამოაწურვინა. მცირედი წვენი გამოვიდა. ჰკითხა მებაღეს: გუშინ მრავალი წვენი ჰქონდა, ახლა რა დამართებიაო?
მებაღემ უთხრა: ძმაო, ჩვენი მეფე აქამომდე გულხსნილი და უხვი კაცი იყო და მით დიდი გამოსავალი ჰქონდა, ახლა თურე გულში ზრუნვა…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.