Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ორნი ძმანი — სულხან-საბა ორბელიანი

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 min · 158 words

Topics: казки, психологія

Beginning

ორნი ძმანი იყვნენ. უხუცესს ცოლ-შვილი ჰყვა და მრწემი უცოლო იყო. გაიყარნენ ძმობისაგან და ერთად ვეღარ დადგნენ. ყოველივე განიყვეს, რაც ჰქონდათ. რა პური გაიყვეს, ერთის ორმო კალოს აქათ იყო და მეორისა იქით.

უხუცესი მოიპარევდის თავის ორმოდამა პურსა და ძმისაში ჩაყრიდის და იტყოდის: მე ღმერთმან ცოლი და შვილი მიბოძა, მომგებელნი მყვანან. მას ძმას არარა ჰყავს. ესე მისი იყოს და მან ჭამოს.

და იგი უმრწემესი ძმა მოიპარევდის თავისის ორმოდამ და უხუცესისაში ჩაჰყრიდის: მე მარტო ვარ და ჩემი სარჩო, სადაც მივალ, ადვილ არს; იგი, ძმა წვრილშვილ არს და მას უფროსი უნდება და მისი იყოს.

ეგრე დაჰყვეს ყოველნი დღენი და ღმერთმან ორთავ განუმრავლა ყოველი და არა მოაკლდა საზრდო მათ.

- მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან განმრავლდებისო.

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=212

Read in Memova

Open Memova