Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ორი მოლა — სულხან-საბა ორბელიანი

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: სულხან-საბა ორბელიანი · ≈ 1 min · 161 words

Topics: казки, психологія

Beginning

ორი მოლა იყო ერთსა ქალაქსა შიგან. ესრეთ მტერნი იყვნენ, ერთად ვერ მოთავსდიან, არცარა ერთად სვიან და სჭამიან. ამას ცდილობდენ, ერთი მეორესა წაეხდინა.

დღესა ერთსა ერთი მოლა ნახეს სხვისა დიაცისა თანამწოლი. კაცთა მათ იგი მოლა და დიაცი ორნივ შეიპყრეს და ერთს ორმოსა შიგან ჩაყარეს.

ენებათ მეორეს დღეს მოასხან ყადი და მოწამენი და ორნივე დახოცონ.

სცნა მეორემან მოლამან, მტერმან მის მოლისამან. ირბინა, მის მოლის სახლში მივიდა, მისი ცოლი მოიყვანა, მას მოლას ღამე ჩაუსვა ორმოსა შიგან და ეგრე უთხრა: მაგ დიაცის სამოსელი მაგას შემოსეო და მაგისი მაგასო, და ეგ ამოუშვიო!

ეგრე ჰყო ყოველივე, რომელი მტერმან უთხრა.

განთიად მოვიდა ყადი და მოწამენი და იგი მტერი მოლაცა მივიდეს. ამოიყვანეს იგი მოლაცა და დიაციცა, ნახეს. მან…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/story?id=193

Read in Memova

Open Memova