მეფე და მჭედელი — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
ერთი მეფე იყო ლანგარუთს და ამის ცდაში იყო, რომ თავის სამეფოში ან ოქროს ქანი ეპოვნა და ან ქიმიის მცოდნე ოსტატი ეშოვნა.
მას ქალაქში ერთი მჭედელი იყო. ერთი ცული შექმნა და გაყიდა: წავიდა, რომელმანც ცული იყიდა, შეშას კოდა დაუწყო. ცული ერთსა ქვას მოხვდა, პირი წაუხდინა. თურმე ის ქვა, რასაც რკინას მოხვდებოდა, ოქროდ შესცვლიდა. დაჰხედა ცულსა, გაყვითლებულიყო და პირი წახდომოდა. იწყინა ამ კაცმან: მომატყუა მჭედელმან და სინის ცული მომყიდაო.
მოვიდა, მჭედელს უშუღლა. მჭედელი დია ჭკვიანი კაცი იყო. ჰკითხა: პირი რამ წაუხდინა, რას შემოჰკარო?
წაიყვანა მან კაცმან, იგი ჯირკი აჩვენა: ამასა ვსჭრიდი და ამ ქვას მოჰხვდაო!
ფასი ისევ გამოართვა და ცული მისცა და წავიდა.
ამ მჭედელმან იგი ქვა წაიღო. რასაც რკინას წაუსვა, სულ ოქროდ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.