გულკეთილი ქვრივი — იაკობ გოგებაშვილი
Topics: історія, дітям
Beginning
ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ღარიბი და ღვთისნიერი ქვრივი. შვილად ჰყავდა ერთი შვიდი წლის ვაჟი. ქვრივი ბოროტისათვის ბოროტს არასდროს არ უზამდა ადამიანს, პირიქით, ცდილობდა, სიკეთე ექმნა და ამ გზით მტერი მოყვარედ გადაქცეოდა.
ამ ქვრივს ერთხელ დათესილი ჰქონდა ნახევარ-დღის მიწა სიმინდით და წლის სარჩოს აქედან მოელოდა. მთელი სოფლის არემარეზე სდიოდა მხოლოდ ერთი პატარა რუ. ამით რწყავდნენ სოფლელები რიგრიგობით ბოსტნებსაც, ვენახებსაც და სიმინდებსაც. როცა ქვრივის ჯერი მოვიდა, მერუეებმა მისცეს წყალი მხოლოდ ერთი ღამით სიმინდის მოსარწყავად. ქვრივმა შვილის დახმარებით საღამო ჟამზე სიმინდს წყალი მიუშვა და როცა დაღამდა, შინ დაბრუნდა. იმედი ჰქონდა, რომ იმისი სიმინდი იმ ღამეს მთლიანად მოირწყვებოდა. მაგრამ მეზობელმა,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.