მესარკე — აკაკი წერეთელი
Topics: класика
Beginning
სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან იყო შემოტანილი. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი, ვიღაცა არის, სწორედ საძაგელი კაცი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაიბარა ერთი დღისათვის მომჩივრებიც და მოპასუხეც. მოიყარეს თავი მომჩივრებმა, მაგრამ სულ ქალებმა, სულ ქალებმა! ასეს რომ ათასზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა ხელმწიფეს იმ კაცის ჩამოხრჩობას.
ხელმწიფე თითქმის კინაღამ ნებაზე დაიყოლიეს, მაგრამ მოპასუხემ იმართლა თავი და მოახსენა ხელმწიფეს:
- ბატონო! ნურც მაგ ქალების საჩივარზე გაივლით, მაგათ გარდა ერთი ორმოციოდე ქალი კიდევ დარჩა ჩვენს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.