ინდოელი ჯამბაზები — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
მიველ ინდოეთს და მრავალი უცხო რამე ვნახე: ანუ ხე, ანუ ხილი, ანუ პირუტყვი, ანუ მფრინველი, მაგრამ მისის მოხსენებისათვის სიტყვა გაგრძელდების და მეფეს თავი შეეწყინება.
მრავალი უცხო მოთამაშე მოვიდა ხელმწიფესთანა და სამის კაცის თამაშობა დიდად მეუცხოვა და გამიკვირდა.
ერთი კაცი მოვიდა და დადგა. ორმოცი მისი შეგირდი მოიყვანა. ერთი ავიდა. მას ოსტატსა ერთი ფეხი მარჯვენას მხარზე დაადგა, მეორე - მარცხენაზედა. დადგა მასზედა სხვა, აგრევე მას ზედ სხვა. ორმოცნივ ერთმანერთზე შედგნენ. არც ერთი არ ჩამოვარდა, არც გადრკა და არც ქვევითმან კაცმან მათი სიმძიმე შეიმჩნივა და აგრეთვე ხან სვლა იწყო კაცმან მან, ხან დაჯდის, ხან აღდგის. ბოლოს გაირბინა, შეხლტა და კაცნი გარდმოყარნა. არცერთი ზურგზე არ დაეცა, ყოველნივე ფერხზე…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.