დიდვაჭარი და მეფუნდუკე — სულხან-საბა ორბელიანი
Topics: казки, психологія
Beginning
ბოლნისისა მთისა ძირსა, გზის გადასავალსა, ერთი კარგი ფუნდუკი აეშენათ, და მუნ ერთი მეფუნდუკე იდგა. ასეთი კაცი იყო, რომე, რაც მგზავრი გაიარდა, მას ღამეს სამადლოდ ასვის, აჭამის, ცხენის ქერი და ბზე მისცის, ფასი არ აიღის, და მეორეს დღეს გაისტუმრის.
ერთი დიდი ქარავანი მოვიდა და დადგა. კარგა დახვდა. მას ღამეს ასეთი თოვლი მოვიდა, მთა შეიკრა: ვეღარ გარდავიდა და ვეღარც გამობრუნდა. მას ზამთარს მას ფუნდუკში დარჩა. მან მეფუნდუკემ არა რა დაახარჯვინა, სულ კაცთათვის და აქლემთათვის თავისი ხარჯი მისცა.
გაიწყვნენ დიდვაჭარი და მეფუნდუკე, და ჰკითხა: შვილი გყავსო?
მეფუნდუკემ უთხრა: არა მყავსო. თურე არ უჩენდა, კეთროვანი იყო და ამ ჩემს სტუმარს არ ეზიზღოსო, და ჩემი ლხინი აღარ იამებაო. მუნამდინ შვილი კარში არ გამოუტევა,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.