Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა — ილია ჭავჭავაძე

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: ილია ჭავჭავაძე · ≈ 1 min · 76 words

Topics: класика

Beginning

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,

სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;

აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე

არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,

და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.

ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ

არ მომიხრია ამაყი თავი.

ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,

გვიან შევიტყე ეს ცდომილება;

ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ

არც მეცინება, არც მეტირება.

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,

სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;

აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე

არც სიძულვილში, არც სიყვარულში! ილია ჭავჭავაძე

25 დეკემბერი, 1860წ. პეტერბურგი

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: kids.ge/poesy-verse?id=1315

Read in Memova

Open Memova