რა გვასწავლა კატრინამ — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
20 წლის წინ ქარიშხალმა ახალი ორლეანი გაანადგურა. მას შემდეგ 14 მილიარდი დოლარი დაიხარჯა სანაპირო დაცვის გასაუმჯობესებლად. საკმარისი იქნება ეს მომდევნო მეგაქარიშხლისგან დასაცავად?
20 წელი გავიდა, რაც ქარიშხალი კატრინა ლუიზიანის სანაპიროს დაატყდა თავს. შედეგად 1400 ადამიანი დაიღუპა, ზარალმა კი დაახლოებით 125 მილიარდი დოლარი შეადგინა. განადგურების მიზეზი, მეტწილად, წყლის დიდი რაოდენობა გახდა, რომელმაც ხმელეთის სიღრმეში ესტუარების და არხების გავლით შეაღწია და ახალი ორლეანი დატბორა. ჯანსაღი სანაპირო წყალ-ჭაობები ქარიშხლის შემოტევას ნაწილობრივ შთანთქავდა, განაშენიანების ათწლეულებს დელტა რომ არ დაეზიანებინა. სანაოსნო არხებმა და ნავთობის ინფრასტრუქტურამ მისი ჰიდროლოგია შეცვალა. კაშხლებმა და…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.