რა ჰქვია მსოფლიოში უდიდესი სიმაღლის მთას? — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
8850-მეტრიანი ევერესტი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, მაგრამ ის არ არის უდიდესი სიმაღლის მთა
მაუნა-კეა. ის ჰავაის კუნძულის უმაღლესი წერტილია.
ამ ჩამქრალი ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4206 მეტრია, თუმცა ზღვის ფსკერიდან მწვერვალამდე მისი სიმაღლე 10 200 მეტრს შეადგენს, რაც დაახლოებით 1350 მეტრით აღემატება ევერესტის სიმაღლეს.
ამჟამინდელი შეთანხმებით, თუ ვამბობთ, რომ მთა „ყველაზე მაღალია“, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიმაღლე გაზომილია ზღვის დონიდან მწვერვალამდე; ხოლო „უდიდესი სიმაღლის“ მთა ნიშნავს, რომ მისი სიმაღლე მთის ძირიდან მწვერვალამდეა გაზომილი.
ამგვარად, 8850-მეტრიანი ევერესტი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, მაგრამ ის არ არის უდიდესი სიმაღლის მთა.
მთების გაზომვა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.