რისგან შედგება მარტორქის რქა? — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
მარტორქის რქა არ არის ბალნისგან წარმოქმნილი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს.
ის კერატინის მჭიდროდ შეკრული ბოჭკოებისგან შედგება. კერატინი არის ცილა, რომელსაც შეიცავს ადამიანის თმა და ფრჩხილები, ცხოველის ბრჭყალები და ჩლიქები, ფრინველის ბუმბული, მაჩვზღარბას ეკლები და ჯავშნოსნებისა და კუს ბაკანი.
მარტორქა ერთადერთი ცხოველია, რომლის რქა მთლიანად კერატინისგან შედგება; მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ცხვრის, ანტილოპისა და ჟირაფის რქებისგან განსხვავებით, მარტორქის რქას ძვლოვანი გული არ გააჩნია. მკვდარი მარტორქის ქალას არაფერზე ეტყობა, რომ მას ოდესმე რქები ჰქონდა, სიცოცხლეში ისინი კანის გაუხეშებულ კოპზეა მიმაგრებული, ცხვირის ძვლის ზემოთ.
ზოგჯერ რქა ძვრება ან ზიანდება, თუმცა ახალგაზრდა მარტორქებს შეუძლიათ სრულიად…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.