სახლიდან შორს — National Geographic საქართველო
Topics: подорожі й побут

Beginning
2 წლის ასმიკ რამაზანოვა დამალობანას თამაშობს საერთო საცხოვრებლის ეზოში, სადაც მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ისინი მელიტოპოლიდან ავტობუსით ჩამოვიდნენ. „უკრაინული სახლი თბილისში“ – ასე დაერქვა ერთ დროს უფუნქციო შენობას, რომელიც თითქმის 300 უკრაინელი ლტოლვილისათვის 2023 წლის 1 მაისამდე მეორე სახლად იქცა.
7 წლის ანდრეი სახლიდან წამოღებული მანქანით თამაშობს. თბილისში ძმასთან და დედასთან ერთად ჩამოვიდა ხერსონის ოლქიდან. „სახლი უკრაინაშია, – ამბობს ანდრეის დედა, – იმედი გვაქვს, მალე დავბრუნდებით“.
ინა (კრისტინა) დოროშენკო თბილისში ომის დაწყებიდან მალევე ჩამოვიდა. სასტუმროს სამზარეულოში ეხმარება ქალებს და ასე ირჩენს თავს. იგი ყოველდღე დადის ეკლესიაში. „ეკლესია მეხმარება სიმშვიდის პოვნაში.…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.