Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

გიგანტური ბონსაის პაწაწინა ტყე — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: National Geographic საქართველო · ≈ 2 min · 339 words

Topics: наука й природа

გიგანტური ბონსაის პაწაწინა ტყე

Beginning

ბონსაის უძველესი ხელოვნება შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, მაგრამ მას დიდი ხნის განმავლობაში სჭირდება თანმიმდევრული ზრუნვა – განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ მთელ მინიატიურულ ტყეს გააშენებთ, როგორიცაა ცნობილი ცოცხალი არტეფაქტი, სახელწოდებით, „გოშინი“.

ამ ბონსაის შექმნა 70 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როდესაც იაპონური წარმოშობის ამერიკელმა ხელოვანმა, ჯონ ნაკამ, ზრდასრულ ჩინურ ღვიას კენწერო გადააჭრა და ის ქოთანში ჩარგო. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ნაკამ მას შეუამხანაგა კიდევ ათი ხე და თავის მინიატიურულ ტყეს უწოდა „გოშინი“, რაც იაპონურ ენაზე „სულის მფარველს“ ნიშნავს.

დღეს „გოშინი“ გამოფენილია ბონსაისა და ფენძინგის ეროვნულ მუზეუმში, რომელიც ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) მდებარე დენდრარიუმის…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/giganturi-bonsais-pawawina-tye/

Read in Memova

Open Memova