Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

უშიშარი მძღოლები ლაგოსის მამოძრავებელი ძალაა — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: medium · Author: National Geographic საქართველო · ≈ 3 min · 400 words

Topics: наука й природа

უშიშარი მძღოლები ლაგოსის მამოძრავებელი ძალაა

Beginning

ნიგერიის ქალაქ ლაგოსის ქსოვილი მრავალფეროვანი კოლაჟივით იშლება კონტინენტურ ნაწილსა და ლაგუნაში მდებარე მის კუნძულებზე ატლანტის ოკეანისპირეთში. მეგაპოლისი 3367 კვადრატულ კილომეტრს ფარავს და უამრავი ლაგოსელი ამ ქაოსურ სივრცეში გადაადგილებისთვის მოტოტაქსის, იმავე „ოკადას“ იყენებს.

მათი თავზეხელაღებული მძღოლები გადაჭედილ ქუჩებში მოხერხებული მოძრაობით და ორმოებისა თუ ფეხით მოსიარულეთა არიდებით ცდილობენ მგზავრი – ზოგჯერ რამდენიმე მგზავრიც – და თავიანთი თავი უვნებლად მიიყვანონ დანიშნულების ადგილამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუმართავია და გზებზე მანევრირება ფეხით მოსიარულეთათვისაც რთულია. ოკადებმა „ის მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრეს, რომელიც ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერ მოაგვარა“, – ამბობს…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/ushishari-mdzgholebi-lagosis-mamodzravebeli-dzalaa/

Read in Memova

Open Memova