ყინულის ჰოკეის აღზევება... ნაირობიში — National Geographic საქართველო
Topics: спорт

Beginning
ნაირობის ცენტრისა და აეროპორტის დამაკავშირებელი გზის პირას მდებარეობს სასტუმრო „პანარი“, რომლის მეორე სართულზე, ჩინურ რესტორანსა და კინოდარბაზთან ერთად, პატარა საციგურაო მოედანსაც ნახავთ. სწორედ აქ დაიდო ბინა ყინულის ჰოკეის ერთადერთმა გუნდმა ეკვატორულ აფრიკაში.
მოედანი ზომით ოთხჯერ პატარაა, ვიდრე [აშშ-სა და კანადის] ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულაციები ითვალისწინებს, მაგრამ „კენიელი ყინულის ლომები“ სივიწროვეს არ ეპუებიან და აქ ვარჯიშობენ.
კენიაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის დიდი უფსკრულია, თუმცა ყინულის ჰოკეი მას ხიდად ედება: გუნდი აერთიანებს „როგორც უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, ისე – შედარებით შეძლებული ფენის წარმომადგენლებს“, – ამბობს „ყინულის ლომების“ კაპიტანი ბენჯამინ მბურუ, რომელიც…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.