შუა საუკუნეების მონსტრების გაცოცხლება — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
გაზაფხულის ერთ წვიმიან დილას, ინგლისის უძველეს ქალაქ იორკში, სკოლის მოსწავლეების ჯგუფი ცნობილი იორკის საკათედრო ტაძრის წინ გაჩერდა; კისკისი ატეხეს და შეცბუნებულებმა ერთმანეთს გადახედეს. ეს ნაგებობა, რომელიც 250 წლის განმავლობაში შენდებოდა და 1472 წელს იკურთხა, ბრიტანეთში ყველაზე დიდი გოტიკური ტაძარია. ის მოიცავს შუა საუკუნეების სამ უდიდეს კოშკს, რომლებსაც ფერადი ვიტრაჟები ამშვენებს, თუმცა ბავშვებმა ყურადღება მიაქციეს შენობის გარეთ, კალატოზების ეზოში მდგარ ურჩხულის ქანდაკებას, რომელსაც თავზე ხელი აქვს წავლებული და ღია პირიდან ბაყაყი უხტება.
ეს დაახლოებით ნახევარტონიანი ახალგამოთლილი ქანდაკება შუა საუკუნეების არქიტექტურული დეკორის სტილის, გროტესკის კლასიკური მაგალითია. შუა საუკუნეებში ასეთ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.