ნიუ-იორკის დავიწყებული ელექტროტაქსი — National Geographic საქართველო
Topics: техніка

Beginning
XIX საუკუნის ბოლოსკენ ნიუ-იორკში ცხენებთან დაკავშირებული პრობლემა შეიქმნა – ქუჩებში 150 000-მდე ცხენი მოძრაობდა და თითოეული მათგანი დღეში 15 კგ-ზე მეტ ნარჩენს ტოვებდა. ასეთი რაოდენობის ექსკრემენტებისგან ქალაქის გაწმენდა ნიუ-იორკელებისთვის დიდ გამოწვევად იქცა. ახალი გამოგონება – ავტომობილი – საუკეთესო გამოსავლად მიიჩნიეს.
1897 წელს, როდესაც ქალაქში პირველი მოტორიზებული ტაქსის მომსახურება გაჩნდა, ის სუფთა ენერგიაზე მუშაობდა – თანამედროვე ნიუ-იორკელების გასაკვირად – ეს ელექტრომანქანები იყო. ამ მანქანებს, რომელთაც Electobat-ებს უწოდებდნენ, აწარმოებდა „ელექტრომანქანების კომპანია“ და ის ლიდერობას იმკვიდრებდა მაშინდელ საავტომობილო ბაზარზე. გამომგონებლებმა, ფილადელფიელმა ჰენრი მორისმა და პედრო…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.