ახალი სიცოცხლე — National Geographic საქართველო
Topics: історія

Beginning
ნიკო ფიროსმანის ნამუშევართა უმეტესობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული და მათი უმრავლესობა კარგად არის ცნობილი როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის, თუმცა წინ კიდევ მრავალი წლის შრომაა, სანამ მისი მემკვიდრეობის ჯეროვნად შესწავლასა და, შესაბამისად, ფიროსმანის მასშტაბის ბოლომდე გააზრებას შევძლებთ.
ხშირად ამბობენ, რომ ფიროსმანი მხოლოდ ნიჭიერი შემოქმედი და თვითნასწავლი არტისტია, რომელიც „ნაივურად“ ხატავს, მე კი ვიტყოდი, რომ ფიროსმანი ძალიან განათლებული, ფართო ხედვის ხელოვანია, რომელიც თვითგამოხატვის საშუალებად საგანგებოდ მიმართავს ე. წ. პრიმიტიულ მხატვრობას. მის ნამუშევრებში კარგად იკითხება ფერწერის ცოდნა, შემოქმედის არაჩვეულებრივი წარმოსახვისა და სისტემურად აზროვნების უნარი.…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.