მომავლისკენ მიმავალი გზის ძიებაში — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
მომავალი ერთ ღამეში გახდა ხელშესახები, რომლის მონახულება ყველას შეეძლო. 1939 წელს ნიუ-იორკში მზის ჩასვლისას მოსულმა ძლიერმა წვიმამ ხელი ვერ შეუშალა მსოფლიო გამოფენის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად 200 000 ადამიანის შეკრებას. ამ არტდეკოს სტილის “აღთქმული მიწის“ მთავარი თემა „მომავლის სამყარო“ იყო.
იქ გამოფინეს ტელევიზორები, გამომთვლელი მანქანები და რობოტი. ადამიანებმა პირველად იხილეს ნივთები, რომლებიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა, მაგრამ ამ საღამოს ისინი ისააკ ნიუტონის შემდეგ უდიდესი სამეცნიერო გენიოსის მოსასმენად შეიკრიბნენ. ალბერტ აინშტაინს ფესტივალის მოკლედ მიმოხილვა და მისი საზეიმოდ განათება ევალებოდა – ტექნოლოგიის ისტორიაში ყველაზე მკაფიო სინათლის აკაშკაშება, რომელიც 60 კილომეტრის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.