ცხვარი ეკოლოგიური წონასწორობისთვის — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
“ერთხელ, ერთმა თუშმა კაცმა მითხრა, არ იცი, ცხვართან თუშ ხალხს სოციო-გენეტიკური კავშირი რომ გვაქვსო? და თვითონვე გაეცინა”, – მიყვება დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე სიარულისას, ჩემი ერთი თანამგზავრი. ეს ისეთი ხუმრობაა, არც ერთ თუშს რომ არ სწყინსო, დააყოლა.
გენეტიკურისა რა გითხრათ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ასეთივე მჭიდრო ისტორიული და სოციოეკოლოგიური კავშირი აქვს თუშსა და მის ცხვარს იმ საძოვრების ეკოსისტემასთან, რომელიც საუკუნეებია ცხოველს კვებავს და ასეთივე ხანგრძლივ თუშურ ტრადიციას თვითმყოფადს ხდის. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების საძოვრები, თუში მეცხვარეებისთვის აგერ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ზამთრის ერთადერთი თავშესაფარია. მეთვრამეტე საუკუნეში ერეკლე…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.