როდესაც ვირტუალური ცხოვრება კარანტინად იქცევა — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
ჩემი სახელი მოდის რკინიგზის სერიებიდან“, რომელიც საბავშვო წიგნია. ჩემი უფროსი ძმა ამ წიგნებს კითხულობდა ხოლმე და განსაკუთრებით მოსწონდადასავლური ძრავა ოლივერის“ პერსონაჟი. სახელი დედაჩემსაც ლამაზად მოეჩვენა და ასე დამარქვეს მატარებლის პატივსაცემად. ამას პოეტური მიზეზიც ჰქონდა: ჩემი ძმა ითანი და მე იდენტური ტყუპები ვართ. ჩვენ პარალელურ ლიანდაგებზე მოძრაობა გვარგუნა ბედმა. ერთნაირად გამოვიყურებოდით, ერთნაირად გვეპყრობოდნენ, მუდამ ერთად ვიყავით. როდესაც გავიზარდეთ, ითანს და მე მოგვინდა, ერთმანეთისგან განსხვავებულები გავმხდარიყავით. განსხვავებული მეგობრები, განსხვავებული ტანსაცმელი. ბოლო კლასებში ხშირად ერთმანეთს არც ველაპარაკებოდით. უნივერსიტეტიც განსხვავებული ავირჩიეთ და ცხოვრებაში პირველად…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.