Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ორბორბლიანი რევოლუცია — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: National Geographic საქართველო · ≈ 6 min · 864 words

Topics: техніка

ორბორბლიანი რევოლუცია

Beginning

ისტორია შეიძლება ზუსტად არ მეორდებოდეს, მაგრამ აწმყო ხშირად ეხმიანება წარსულს. დღეს ველოსიპედებზე მოთხოვნა მატულობს, ქვეყნები კი მილიარდების დახარჯვას აპირებენ ქალაქების ახლებურ დიზაინზე, რომელიც ველოსიპედისტებსა და ფეხით მოსიარულეებს მოერგება. კარგი დროა იმის გასახსენებლად, თუ როგორ შეცვალა ველოსიპედმა სამყარო XIX საუკუნის ბოლოს.

ეს იყო სრულიად რევოლუციური ტექნოლოგია, სულ მცირე, ისეთი, როგორიც სმარტფონია დღეს. 1890-იანი წლების დასაწყისში ველოსიპედი ყველას უნდა ჰყოლოდა – სწრაფი, ხელმისაწვდომი, მოდური ტრანსპორტი, რომელიც უფასოდ წაგიყვანდა სადაც გინდოდა, როცა გინდოდა.

ველოსიპედის ტარება თითქმის ყველას შეეძლო და თითქმის ყველამ ისწავლა კიდეც, მაგალითად, ზანზიბარის სულთანმა; ხოლო ქაბულის ამირამ…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/orborbliani-revolucia/

Read in Memova

Open Memova