Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

როგორ მოირგო გვირგვინი სატურნმა? — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: medium · Author: National Geographic საქართველო · ≈ 6 min · 886 words

Topics: наука й природа

როგორ მოირგო გვირგვინი სატურნმა?

Beginning

რგოლების გარეშე სატურნი ძალიან მოსაწყენად გამოიყურება. გვირგვინს თუ წაუშლით, როგორც ბლოგერმა ჯეისონ კოტკემ NASA-ს ფოტოზე გააკეთა, სატურნი მზის სისტემის ყველაზე უღიმღამო სფერო გახდება. მართალია, ამ პლანეტის პოლუსებზე ექვსკუთხა მორევი და ცივი ციკლონებიც შეგხვდებათ, მაგრამ მისი უმეტყველო სახე ვერ შეედრება იუპიტერის ფერწერულ სარტყლებს, ნეპტუნის სილაჟვარდეს ან ვენერას სულის შემხუთველ ბურუსს.

ჟანგიანი მარსიც კი უფრო საინტერესოდ გამოიყურება.

საბედნიეროდ, როდესღაც უკანასკნელ 4,5 მილიარდ წელიწადში კოსმოსმა სატურნს დიდი, კაშკაშა, ყინულოვანი რგოლების სისტემა აჩუქა. მაგრამ უკვე ათწლეულებია მეცნიერები ვერ თანხმდებიან – როდის ან როგორ.

„ეს პლანეტა მზის სისტემის ჩამოყალიბების დროს გაჩნდა და არ ვიცით,…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/rogor-moirgo-gvirgvini-saturnma/

Read in Memova

Open Memova