Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ზუსტად ვიცით, რომ პლუტონი პლანეტა არ არის? — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: medium · Author: National Geographic საქართველო · ≈ 6 min · 917 words

Topics: наука й природа

ზუსტად ვიცით, რომ პლუტონი პლანეტა არ არის?

Beginning

1930 წელს, აღმოჩენისთანავე, პლუტონი ჩვენი მზის სისტემის მეცხრე პლანეტად გამოცხადდა და სწრაფად დაიმსახურა ყურადღება, რომელიც მის გალაქტიკურ თანამოძმეებს იშვიათად ხვდებათ ხოლმე წილად. ნაწილობრივ, ეს მისმა სახელგანთქმულმა სეხნიამ განაპირობა. პატარა, ფერადი, ყინულოვანი პლუტონი ასოცირდებოდა მიკი მაუსის ძაღლ პლუტოსთან (რომელსაც თავდაპირველად როვერი ერქვა, მაგრამ, როგორც ჩანს, 1931 წელს პლანეტის სახელი უწოდეს).

შემდეგ, 2005 წელს, კალტექის (კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი) ასტრონომიის პროფესორმა მაიკ ბრაუნმა მხიარულება ჩაშალა, როდესაც კოიპერის სარტყელში არსებული პლუტონის ზომის ერისი აღმოაჩინა და პლუტონის კლასიფიკაციაში კითხვები გააჩინა. შედეგად, საერთაშორისო ასტრონომიის კავშირმა (IAU) 2006 წელს…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/zustad-vicit-rom-plutoni-planeta-ar-aris/

Read in Memova

Open Memova