პატრიარქატი გარდაუვალობა არ არის — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
ფილოსოფოსმა კვამე ენტონი აპიამ ერთხელ იკითხა: თანასწორი მომავლის დასანახად, რა საჭიროა, გვჯეროდეს, რომ ოდესღაც თანასწორად ვცხოვრობდით?
როდესაც გენდერულ ჩაგვრას ასე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ჩვენს საზოგადოებაში, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: იყო კი ისეთი ბედნიერი დრო, როდესაც კაცებს ნაკლები ძალაუფლება ჰქონდათ და ფემინურობა და მასკულინურობა ისე არ ესმოდათ, როგორც დღეს? როდესაც ძველი სამყაროს ძლევამოსილ ქალებს ვიხსენებთ და ვცდილობთ ასე დავიმშვიდოთ თავი, თვალს ვხუჭავთ მწარე სიმართლეზე, რომ ცხოვრება არც მათ დროს ყოფილა თანასწორი.
პატრიარქატი – მამათა ბატონობა – ხანდახან კაცობრიობის უძველეს შეთქმულებად წარმოგვიდგება. ამ სიტყვამ საზარელი მონოლითურობა შეიძინა და ერთდროულად მოიცავს ქალების, გოგოების და…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.