ჯეინ გუდოლი 1934 — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
ოდესღაც ადამიანები კვარცხლბეკიდან გადმოჰყურებდნენ სამყაროს: ამ ღვთის ხატად მოვლენილ ქმნილებებს და მიწიერ მბრძანებლებს უბრალო ცხოველებთან არაფერი ჰქონდათ საერთო. ყოველ შემთხვევაში, ბევრს ასე სჯეროდა. ჯეინ გუდოლმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ მედიდური დამოკიდებულების გაქარწყლებაში ტანზანიის გომბეს ეროვნულ პარკში შიმპანზეების შესწავლით. შიმპანზეებსა და ადამიანებს შორის უჩვეულო ქცევითი მსგავსებების აღმოჩენის შემდეგ იგი კოპერნიკის, გალილეისა და ჩარლზ დარვინის მიერ გაკვალულ გზას დაადგა, რაც იმის დამტკიცებას გულისხმობდა, რომ არც დედამიწის გარშემო ბრუნავდა მთელი სამყარო და არც ადამიანები იყვნენ განყენებული და უპირატესი არსებები. გუდოლმა დაგვანახა (გაცილებით ადრე, სანამ ეს გენომთა შედარებით…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.