Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

რომი და თბილისი — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: National Geographic საქართველო · ≈ 7 min · 984 words

Topics: подорожі й побут

რომი და თბილისი

Beginning

არქეოლოგიურ ძეგლთა თუ ცალკეულ არტეფაქტთა საკმაოდ დიდი ნაწილი შემთხვევით არის აღმოჩენილი არაპროფესიონსლების მიერ სხვადასხვა სახის მიწის სამუშაოების დროს. ამ თვალსაზრისით არც თბილისია გამონაკლისი ჩვენს ქალაქში მიმდინარე ინტენსიური განაშენიანების და არქეოლოგიურ ძეგლთა სიმრავლის გამო, რაც თბილისისა და მისი შემოგარენის განსაკუთრებული მდებარეობით არის განპირობებული. ამ ამბის თხრობა მინდა სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევითი აღმოჩენით დავიწყო.

1998 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შემოვიდა კოლექცია, რომელიც საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიდამოებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოჩენილ სამარხეულ ინვენტარს წარმოადგენდა. კოლექცია მოიცავს თიხის და ლითონის ჭურჭელს, მათ…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/romi-da-tbilisi/

Read in Memova

Open Memova