რატომ უნდა დავინდოთ პარაზიტები — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
ჩელსი ვუდის ბავშვობის ოცნება იყო, საზღვაო ბიოლოგი გამოსულიყო და ისეთი დიდი, საინტერესო ცხოველები შეესწავლა, მეცნიერები ქარიზმატულ მეგაფაუნად რომ მოიხსენიებენ, თუმცა საუნივერსიტეტო პრაქტიკისას მიკროსკოპით ლოკოკინას შიგნეულობის თვალიერება მოუწია.
ბავშვობაში ლონგ-აილენდის სანაპიროს კლდეებიდან ზღვის ლოკოკინებს (Littorina littorea) სათლით აგროვებდა ხოლმე, თუმცა ეს ორგანიზმები შიგნიდან არასოდეს ენახა. გაკვეთილ ინდივიდზე მიკროსკოპით დაკვირვებისას მის თვალწინ „ლოკოკინას სხეულიდან ათასობით პატარა, სოსისის ფორმის თეთრი არსება გადმოცვივდა“.
ეს თეთრი არსებები თევზის გავრცელებული პარაზიტის, ბრტყელი ჭიის, Cryptocotyle lingua-ს ლარვები აღმოჩნდნენ. „გაოცებული დავრჩი, როდესაც მივხვდი, რომ ლოკოკინებს ამდენი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.