Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

როგორ ვიხსნათ ევერგლეიდსი ათობით ათასი მავნებელი გველისგან? — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: National Geographic საქართველო · ≈ 7 min · 1020 words

Topics: наука й природа

როგორ ვიხსნათ ევერგლეიდსი ათობით ათასი მავნებელი გველისგან?

Beginning

ნაშუაღამევს ელ ბარბიტო თავისი Dodge-ის პიკაპით გაემართა ფლორიდის ევერგლეიდსის უდაბური სიღრმეებისკენ. ვიწრო, ჭანჭრობიან გზებზე ჭაობის კვიპაროსებისა და ბრომელიების აწეწილი ყლორტების გასწვრივ რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა მოულოდნელად შეაჩერა და პრეისტორიული შესახედაობის გვიმრებს მიანათა ფარანი. „პითონი!“ – წამოიძახა ბარბიტომ და მთვარის შუქზე აბრეშუმის ჯავშანივით გაბრწყინებული ქერცლიანი სხეულისკენ გაიშვირა ხელი. შემდგომი მოქმედებისთვის იარაღი იყო საჭირო.

დანამდვილებით ვერავინ იტყვის, როგორ აღმოჩნდნენ ბირმული პითონები ევერგლეიდსში ან რამდენი მათგანია იქ დღეს; მოკრძალებული შეფასებით, მათი პოპულაცია რამდენიმე ათეული ათასი ინდივიდისგან შედგება. რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ ეს…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/rogor-vikhsnat-evergleidsi-atobit-atasi-mavnebeli-gv

Read in Memova

Open Memova