იდილიური ტრანსილვანია — National Geographic საქართველო
Topics: подорожі й побут

Beginning
მაშინაც კი, როდესაც მთელი ევროპა ველური იყო, ტრანსილვანია მაინც გამოირჩეოდა თავისი უკიდურესი სიველურით. სწორედ ამიტომ შეარჩია ბრემ სტოკერმა ის მოქმედების ადგილად თავისი რომანისთვის „დრაკულა“ მიუხედავად იმისა, რომ თავად იქ ფეხიც არ დაუდგამს. აქ საქსებს, ჰუნებს, თურქებს, თათრებსა და სხვა ნაკლებად ცნობილ ტომებს დღემდე ისე ახსენებენ, თითქოს მათ სულ ერთი კვირის წინ ჩაიარეს. ეს არის ადგილი, სადაც ტყეები დღესაც დათვებითაა სავსე.
თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ევროპა მთელი თავისი ხიბლით ხანდახან მაინც მობილურ ტელეფონზე ჩამოკიდებული მენეჯერების კონტინენტად გვევლინება, კიდევ უფრო ამაღელვებელი და უჩვეულოა ისეთ მიყრუებულ და ფაქტობრივად ხელუხლებელ ადგილას მოხვედრა, როგორიც მდინარე ჰომოროდის ხეობაში მდებარე…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.