პანიკის მეცნიერული ახსნა — National Geographic საქართველო
Topics: психологія

Beginning
მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა მსოფლიოში გავრცელება დაიწყო, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ რამოდენა ენერგიის დახარჯვა შეუძლია ადამიანს სულ ერთი რულონი ტუალეტის ქაღალდის, ერთი ტუბი ხელის სადეზინფექციო ხსნარის ან პირბადის შესაძენად. რაც უფრო იზრდება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ქვეყნები ადამიანთა თავშეყრის ადგილებს კეტავენ, რათა სოციალურ დისტანცირებას შეუწყონ ხელი. ასეთი ბუნდოვანი სიტუაციები კი იწვევს „პანიკურ შესყიდვებს“, როდესაც მაღაზიების თაროები ისეთი სისწრაფით ცარიელდება, რომ მათ შევსებას ვერ ასწრებენ.
ადამიანები მარაგების პანიკური შესყიდვით ყოველთვის ებრძოდნენ ეპიდემიებით გამოწვეულ ბუნდოვანებას. იგივე ხდებოდა 1918 წელს „ესპანური გრიპის“ პანდემიის დროს და 2003 წელს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.