დედამიწისკენ ნებისმიერ ფასად! რუკა უცხოპლანეტელთათვის — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
ნახევარი საუკუნის წინ ასტრონომებმა შეადგინეს რუკა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკის ნებისმიერი წერტილიდან დედამიწისკენ მიმართულების ჩვენება შეუძლია. ხომალდი კოსმოსში გაუშვეს იმ იმედით, რომ ინტელექტუალი უცხოპლანეტელები რუკის გაშიფვრასა და მისი წარმომავლობის დადგენას შეძლებდნენ. ეს ამბავი ჩემი ოჯახის ისტორიის ნაწილი ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე იყო. ბავშვობაში ამ რუკის შესახებ ნაამბობი არაერთხელ მსმენია და მისი გამოსახულება მრავალ ვარსკვლავთშორის კოსმოსურ ხომალდზე მინახავს; რამდენიმე წლის წინ დედამიწისკენ გზამკვლევის დედანი სახლში ვიპოვე. რუკის გაშვებით გამოწვეული აჟიოტაჟი მალევე ჩაცხრა: კოსმოსური დროის თვალსაზრისით ეს თავდაპირველი რუკა დიდხანს ვერ იქნება ვარგისი – მზესა და სხვა ახლომდებარე…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.