მიკრონაწილაკები და მაკრომიღწევები — National Geographic საქართველო
Topics: подорожі й побут

Beginning
ეს ლაბორატორია სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკურ ცენტრში იყო განთავსებული, სადაც მამაჩემი მუშაობდა და, ჩემდა საბედნიეროდ, მთელი ბავშვობა გავატარე. მრავალი წლის შემდეგ, ჩემს მეგობარს სტრუქტურულ კვლევათა ცენტრის შესახებ ვუამბობდი და სხვათა შორის ვუთხარი, რომ იქ დღესაც ყველაფერი ზუსტად ისევ ისეა, როგორც ჩემს ბავშვობაში იყო. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა ცენტრის გადაღების იდეა და მუშაობას შევუდექით.
ქალაქის ცენტრში, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მდებარე ლაბორატორიამდე მისასვლელად გრძელი და ხმაურიანი დერეფნები გავიარეთ, თუმცა, კვლევით ცენტრში შესვლისთანავე სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით და იმ წამსვე ვიგრძენით, თუ რამოდენა ისტორია აქვს ამ ლაბორატორიას.
ელექტორნული მიკროსკოპიის ცენტრი (შემდგომში…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.