პური ჩვენი არსობისა — National Geographic საქართველო
Topics: їжа

Beginning
დიდ ეზოს წნული, დაბალი ღობე საზღვრავს. ჭიშკართან ახლოს უზარმაზარი საუკუნოვანი კაკლის ხე დგას. კაკლის ჩრდილში სახელდახელოდ მოწყობილ დაბალ ხის მაგიდასთან თავსაფრიანი ქალი ფუსფუსებს – ცომს ანაწევრებს, აგუნდავებს და ფორმას აძლევს. დროდადრო იქვე ახლოს, თონეს საქმიანად ახდის თავს და ამოწმებს – ნაკვერჩხალი სასიამოვნოდ ტკაცუნობს, თონეც მზადაა. და, აი, გახურებულ კედელს ჯერ ერთ გუნდას მიაკრავს, მერე – მეორეს, მესამეს და სულ რამდენიმე წამში ჰაერი მშობლიური, სასიამოვნო სურნელით ივსება. მოუთმენლობა გიპყრობს – სულ ცოტაც და, შენი ხელით გატეხ გვერდებდაბრაწულ ცხელ-ცხელ პურს და შეექცევი ყველაზე ძველ და გემრიელ პროდუქტს დედამიწაზე.
და მაინც, რამდენად ძველია ეს პროდუქტი? როდიდან იღებს სათავეს პურის ცხობის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.