ზღაპარი — National Geographic საქართველო
Topics: подорожі й побут

Beginning
ჩემი ასაკის ადამიანი, წესით, „სერიოზულ“ ლიტერატურას უნდა ეძებდეს, მაგრამ ტრადიციას არ ვარღვევ და თავდავიწყებით ვიქექები საბავშვო წიგნების სექციაში. თაროს მეორე მხრიდან გოგონას გამოჩენამ გამომაფხიზლა – წკრიალა ხმამ უაქცენტო ინგლისურით ამოიკითხა: „კურდღელს ძალიან უყვარდა მექანიკური საათები, მათი დაშლა და აწყობაც“. ოქროსფერთმიანი 4-5 წლის გოგონა დედას მიაშტერდა: „ეს კურდღელი გოგონაა, ხომ?“, „ყველა შეიძლება იყოს გოგო და გოგოს შეუძლია იყოს ყველაფერი“, – უპასუხა დედამ. დავრწმუნდი, რომ თვითმყოფადი გოგონა პერსონაჟის, „პეპი გრძელწინდას“ სამშობლოში ვიყავი. ეს შვედეთია.
სკანდინავიის ქვეყნები გენდერული თანასწორობის ინდექსის მიხედვით მსოფლიო ათეულში რეგულარულად წამყვან პოზიციებს იკავებენ. ამ სოციალური,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.