Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ბრიტანელი მეცნიერი საქართველოდან — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: medium · Author: National Geographic საქართველო · ≈ 11 min · 1603 words

Topics: наука й природа

ბრიტანელი მეცნიერი საქართველოდან

Beginning

პირველ რიგში, გილოცავთ ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებას, რომელიც ამ ზაფხულს მისმა სამეფო აღმატებულება პრინცესა ანამ გადმოგცათ ბუკინგემის სასახლეში, ეს ალბათ განსაკუთრებული პატივია, არა?

დედაჩემი სულაც არ ფიქრობს ასე. როდესაც რამე წარმატების შესახებ მივახარებ, მეკითხება, შემდეგი რა იქნებაო, სულ ეს აინტერესებს.

როგორც ყველა დედა, სულ მაღლა გიწევთ თამასას, მაგრამ თქვენთვის რა განცდაა, როდესაც ამოდენა ჯილდოს მფლობელი ხდებით?

ძალიან მადლობელი ვარ… მე არ ვიცი, ვინ წარმადგინა ბრიტანეთის იმპერიის ორდენზე და ალბათ ვერასოდეს გავიგებ, რადგან ასეთია წესი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი და ორდენი გადაეცემა წელიწადში მხოლოდ 2000 ადამიანს, რომელთა შორის არიან…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/britaneli-mecnieri-saqartvelodan/

Read in Memova

Open Memova