როგორ ადაპტირდებიან აფრიკის მომთაბარე მწყემსები ცვალებად პლანეტასთან — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
საჰარის უდაბნოს სამხრეთ კიდესთან დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის 20-მდე ქვეყანაში მილიონობით ეთნიკური ფულანია, რომელთა უმეტესობაც ცხოვრების ერთნაირ წესს მისდევს. ისინი ყოველწლიურად აცოცხლებენ მომთაბარე მეცხოველეობის უძველეს ტრადიციას და ერეკებიან საქონელს საჰელის რეგიონის მზარდად ცხელ, არიდულ მიწებზე, რათა სეზონების ცვლილებისას ჯანსაღი საძოვრები და წყალი მოიძიონ. სენეგალის დასავლეთ სანაპიროდან სუდანის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლამდე, მეჯოგეები მიუყვებიან სხვადასხვა სამიგრაციო ბილიკს, რომლებიც ასეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული.
ამ მომთაბარეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ: ისინი წარმოადგენენ ფულანებს, იმავე ფულბეებს ან ფულებს – მკვიდრ ხალხს ფართო კულტურული იდენტობით, რომელიც…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.