მექსიკის მომავლის მატარებელი წარსულს უკან ჩამოიტოვებს? — National Geographic საქართველო
Topics: техніка

Beginning
დღეს ამ სენოტში უკვე 40 სვეტია. როხოს გამოთვლით, იუკატანის თხელ ნიადაგში 15 000-ზე მეტი სვეტია ჩასობილი. ეს ბუნებაში უხეში ჩარევაა, რამაც შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. იუკატანის ნახევარკუნძული ფოროვანი კირქვითაა აგებული, რის გამოც რეგიონში თითქმის არ არის მდინარეები და ტბები, სენოტები კი მტკნარი წყლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც ასაზრდოებს ასობით სახეობას იაგუარიდან ტაპირამდე და, ასევე, მექსიკის მილიონობით მოქალაქესა თუ ტურისტს. ათასი წლის განმავლობაში მაიას ხალხი სარიტუალო ნივთებს ათავსებდა სენოტებში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბევრი სენოტი ურთიერთდაკავშირებულია – ერთ მონაკვეთს დააზიანებ და ყველაფერს რისკავ – ამბობს როხო – ეს წყალი ზღვაში ჩაედინება და სვეტების…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.