არქტიკულ მღვიმეთა მინიშნებები — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
ვერტმფრენი ერთი ფრიალო კლდის თავზე დაეშვა, მისი ფრთები ცივ ჰაერს ჭრიდა. ჯინა მოზლიმ ფეხი ჩამოდგა მიწაზე, ღრმად ჩაისუნთქა და გრენლანდიის უდაბურ ლანდშაფტს გახედა. აქედან სამხრეთით გაყინული ტბა კილომეტრებზე ვრცელდებოდა, სანამ მას რუხი პლატოები არ ჩაანაცვლებდა, კიდევ უფრო შორს კი მყინვარები ელვარებდა. სხვა მიმართულებით, ჰორიზონტის ხაზს მიღმა 900 კილომეტრამდე მანძილზე, ჩრდილოეთი პოლუსი მდებარეობდა. ჯინას და მე გვახლდნენ ვერტმფრენის პილოტი, ამ სტატიის ფოტოგრაფი რობი შონი და მეკლდეური კრის ბლეიკლი. აქ სხვა სულიერს ვერსად ნახავდით. იდეალური ამინდი იყო, ტემპერატურა ნულ გრადუსს ოდნავ ასცდენოდა, მაგრამ მოზლიმ კარგად იცოდა, ქარიშხალი შეიძლებოდა თვალის დახამხამებაში ამოვარდნილიყო და სქელი ნისლი წამოეღო.…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.