რა საიდუმლოს ინახავს კონგო — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
კონგოს აუზის ტროპიკული ტყის ხშირ ჩარდახში შუადღის მზე უკვე გადადიოდა და ჯუნგლებში აღმართულ ლითონის კოშკზე ირეკლებოდა. 55 მეტრი სიმაღლის ფოლადის ვიწრო კონსტრუქცია სამეცნიერო სენსორებით იყო აღჭურვილი. ქარი მატულობდა და კოშკიც, ყოველ ძლიერ დაბერვასთან ერთად, ქანაობდა და ღრჭიალებდა. თუმცა, ბიოლოგ ფაბრის კიმბესას წარბიც არ შეუხრია. უსაფრთხოების ღვედის მორგებისთანავე იგი ლითონის ვიწრო კიბეს ჩაეჭიდა და საფეხურებს სხარტად აუყვა. მეც შეძლებისდაგვარად სწრაფად მივყევი, სანამ იგი კოშკის წვერთან მდებარე პატარა პლატფორმისკენ მიიწევდა.
ეს კონსტრუქცია ტურბულენტური კოვარიაციის ნაკადის საზომი კოშკია, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ამუშავდა და კონგოს აუზში პირველი ასეთი კოშკი იყო. კლიმატის მკვლევრებისთვის,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.