უკანასკნელი საბუდარი — National Geographic საქართველო
Topics: подорожі й побут

Beginning
07:22 დილაა. მეთევზემ 70 მეტრში ჩაუარა გარიელებს. სამნი არიან. სამივე დაიძაბა. ცურვით აღმოსავლეთისკენ მიიწევენ. მეთევზე გაჩერდა და ბადის ამოღებას იწყებს – ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი ტელესკოპიდან ტბის სიღრმეში განაგრძობს ყურებას და ხმამაღლა ამბობს ყველაფერს, რასაც ხედავს. მის გვერდით მდგომი კოლეგა სიტყვა-სიტყვით იწერს ნიკას ნათქვამს.
სექტემბერია. ჯავახეთის პლატოსთვის ჩვეულმა სუსხმა ტაბაწყურის ტბაზე უკვე შემოაღწია. წყლის ზედაპირზე ალაგ-ალაგ ჩამოწოლილი ნისლი ნელ-ნელა იფანტება და მზის ამოსვლასთან ერთად ხილვადობაც მატულობს. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს ტბიდან მეთევზეების, ნაპირიდან კი ნიკასა და მისი კოლეგების ფრაგმენტული გადაძახილები არღვევს.
„მეთევზემ ბადე სავარაუდოდ გამთენიისას ჩააგდო და ახლა თევზის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.