ძილის რეჟიმის ძიება — National Geographic საქართველო
Topics: психологія

Beginning
კლიფტონ კალოუეის სიტყვებით, ძილ – ღვიძილის მდგომარეობაშია.
კალოუეის გუნდმა პიტსბურგის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში ექსპერიმენტის მონაწილე მამაკაცს სედატიური პრეპარატი მისცა, რამაც მისი ორგანიზმის ბუნებრივი კანკალის რეაქცია დათრგუნა; 18 საათის შემდეგ მამაკაცის სხეულის ტემპერატურა 37°C-დან 35°C-მდე დაეცა. გულისცემა გაიშვიათდა და არტერიული წნევა შემცირდა. მეტაბოლიზმი (და მასთან ერთად ორგანიზმის მოთხოვნილება საკვებზე, ჟანგბადსა და ნახშირორჟანგის გამოყოფაზე) 20%-ით შენელდა. თუმცა, სუბიექტს მაინც შეეძლო საწოლიდან წამოდგომა, შარდის ბუშტის დასაცლელად საპირფარეშოში გასვლა და ზარის დარეკვა საკვების ან სასმლისთვის – ამან გააუქმა კათეტერის და ინტრავენური გადასხმის საჭიროება და…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.