შერპას ციცაბო გზა — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
გასულ ოქტომბერში ერთი გამხდარი 18 წლის შერპა ტიბეტის თოვლიან მწვერვალზე იდგა და საკუთარ თავს ვიდეორგოლს უღებდა სიბნელეში.
შიშაპანგმაზე ასვლის შემდეგ ნიმა რინჯი შერპა მსოფლიოს თოთხმეტივე 8000-იანი მწვერვალის თავზე მოექცა, რაც მისი ასაკისთვის განუმეორებელი მიღწევაა. გაუხშოებულ ჰაერში აქოშინებული ნიმა მადლობას უხდიდა დედას, რომელიც მისთვის ლოცულობდა, მამას კი ექსპედიციების დაფინანსებისთვის ემადლიერებოდა. იგი შეეხო უკრაინისა თუ ღაზის კონფლიქტებს და მსოფლიოს მოუწოდებდა ომის, სიძულვილისა და რასიზმის დასრულებისკენ. „ეს არის ჩემი, როგორც თინეიჯერის გზავნილი“, – თქვა ქშენით, შემდეგ კი ამოიყვირა – „ვუუ-ჰუუ!“
მწვერვალიდან დაშვებისას ნიმამ აღნიშნული ვიდეორგოლი გაუგზავნა თავის მენეჯერს, რომელმაც ის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.